როგორ უნდა მივხვდე, რომ გათბობის ქვაბი შესაცვლელია?

ariston | modified: August 10, 2021

თქვენ ხშირად ხვდებით ხოლმე, რომ დროა ქვაბი სასწრაფოდ შეცვალოთ, შესაძლოა ეს აზრი შუა ბანაობისას ან განსაკუთრებით ცივ დღეებში მოგივიდეთ. საგანგებო სიტუაციებში, თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო, რომ შეარჩიოთ სწორი მოდელი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ამასთან, სულ ცოტა მეტი ყურადღების გამოჩენით, შეგიძლიათ წინასწარ შეამჩნიოთ ცვეთის ნიშნები და მიხვდეთ, როდის არის ნამდვილად მომგებიანი ქვაბის შეცვლა: მოდით ერთად ვნახოთ ისინი.

ჩვენ გაჩვენებთ 5 საყურადღებო ნიშანს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ უკვე დროა თქვენი ძველი ქვაბი განაახლოთ.

1. არ აცხელებს წყალს საკმარის ტემპერატურაზე
ხშირად დიდი დრო სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ჩვენი ქვაბი არ მუშაობს სწორად და არ აცხელებს წყალს საკმარის ტემპერატურაზე, რადგან ჩვენ შევეჩვიეთ არასაკმარისად თბილ აბაზანებს ან უფრო გრილ სახლებს. ამიტომ, თუ წყლის გათბობას დიდი დრო სჭირდება ან თუ სახლში არასოდეს არის საკმარისი სითბო, ან წყალი არასოდეს ცხელდება საკმარის ტემპერატურაზე დროა დარეკოთ შესაბამის ტექნიკურ სამსახურში, რომ გაარკვიოთ რა ხდება და იფიქროთ ქვაბის შეცვლაზე.

2. ხმაურიანი ქვაბი
შესაძლოა, ჩვენ მას შევეჩვიეთ, მაგრამ ჩვენი ქვაბიდან გამომავალი ხმაური ნამდვილად არ არის კარგი ამბავი: ეს შეიძლება ნიშნავდეს ქვაბის არასწორ მუშაობას, რომელიც, თუნდაც თავიდან მცირე იყოს, საბოლოოდ შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს და გვაიძულოს ქვაბის შეცვლა.

3. ქვაბიდან ხშირად ჟონავს წყალი
წყლის გაჟონვა ხშირად მიუთითებს დამცავი სარქვლის გაუმართაობაზე, რომლის შეცვლა ტექნიკურად მარტივია. ამასთან, თუ პრობლემა ხშირად ჩნდება, სასურველია იფიქროთ ქვაბის შეცვლაზე. სინამდვილეში, წყალმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვაბის სხვა ნაწილებს და შესაბამისად, წარმოადგენს საშიშროებას ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

4. ქვაბის ენერგოეფექტურობა დაბალია
სწორად მუშაობის დროსაც, ზოგიერთი ძველი ქვაბი ხშირად ვერ უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის საჭირო დონეს. Energy Saving Trust-ისა და დიდი ბრიტანეთის ენერგოეფექტურობის მაკონტროლებელი ორგანიზაციის შეფასებით, როცა A კლასის ქვაბი ჩვეულებრივ უზრუნველყოფს +90% ენერგო ეფექტურობას, G კლასის ქვაბის ენერგოეფექტურობა არ აღემატება 70%-ს. ეს ნიშნავს, რომ გაზის გადასახადებში გადახდილი თანხიდან, ჩვენ ზედმეტად გვიწევს ვიხადოთ ათობით ლარი და იქნებ საბოლოოდ მოვიდა დრო, რომ სერიოზულად შევხედოთ ქვაბის შეცვლის იდეას. შეარჩიეთ ჩვენთან ერთად მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად არის მორგებული თქვენს საჭროებებზე.

5. ყოველ ჯერზე ქვაბის პრობლემა დგება
თუ თქვენ ხშირად გიწევთ ტექნიკური მომსახურებისთვის დარეკვა გათბობის ან ცხელი წყლის პრობლემების გამო, შესაძლებელია ქვაბის შეცვლის დრო მოვიდა: სინამდვილეში, ახალი ქვაბის ყიდვით შეიძლება დაზოგოთ შეკეთების ხარჯები და მივიღოთ ეფექტური გათბობა.

არისტონის ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანია ცელსიუსი გთავაზობთ ძველი გათბობის ქვაბის შეცვლის შემთხვევაში უფასო სამონტაჟო მომსახურებას, უფასო ტრანსპორტირებას და 300-500 ლარიან ფასდაკლებას არისტონის ახალი თაობის ქვაბებზე. დაუკავშირდით ცხელ ხაზზე ან ისარგებლეთ ონლაინ კონსულტაციით: