როგორ შემიძლია შევამცირო ქვაბის ენერგიის მოხმარება?

ariston | modified: August 10, 2021

ენერგიის მოხმარების შემცირება არა მხოლოდ ეკონომიკური დანაზოგია, არამედ გარემოს მიმართ პატივისცემის გამოხატულებაცაა. მოდით გავეცნოთ ოთხ მთავარ პუნქტს, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ქვაბის გამოყენებისას.

1. ქვაბის ჩვეულებრივი მოვლა

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვაბი სუფთა და გამართული უნდა იყოს ზაფხულობითაც. მტვერი და მწერები ხშირად არიან გაუმართაობის ძირითადი მიზეზები და, შედეგად, იწვევენ ენერგიის მოხმარების ზრდას. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, ტექნიკოსს სთხოვოთ, ქვაბის სრულყოფილი შემოწმება, წელიწადში ერთხელ მაინც, ზამთრის დასაწყისში.

2. ქვაბს მიუერთეთ ოთახის თერმოსტატი

ქვაბის ენერგიის მოხმარების შესამცირებლად მნიშვნელოვანია საიმედო თერმოსტატი გქონდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ დაარეგულიროთ დრო და ტემპერატურა თქვენი სახლის სხვადასხვა ნაწილში, რითაც თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯებს. მაგალითად, არისტონის პროგრამირებადი თერმოსტატების საშუალებით შესაძლებელია მრავალზონიანი სისტემების შექმნა, სახლის კომფორტისა და მუშაობის ოპტიმიზაცია.

3. შეამოწმეთ რადიატორები

თქვენი ქვაბის მიერ ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ რადიატორებში არ არის ჰაერი და სარქველებიდან წყალი არ ჟონავს. ამიტომ მიზანშეწონილია ზამთრის დადგომამდე სარქველების რეგულირება და ჰაერის გამოდევნა. კიდევ ერთი რამ რაც უნდა შეამოწმოთ არის ის, რომ ნახოთ ავეჯი ან სხვა მოცულობითი ნივთები ხომ არ დგას რადიატორის წინ, რომლებიც დაბლოკავს თქვენს რადიატორების მიერ გამოცემულ სითბოს და უბრალოდ ენერგიის ხარჯვა იქნება.

4. აირჩიეთ კონდენსაციური ქვაბი

მაღალეფექტური ქვაბის დაყენება ნიშნავს ენერგიის მოხმარებისა და ატმოსფეროში დამაბინძურებლების გამოფრქვევის შემცირებას. დღეს ბაზარზე არსებული გათბობის სისტემებს შორის, საკონდენსაციო ქვაბები გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად მოწინავე გადაწყვეტილებას გამონაბოლქვი აირების წარმოების დროს წარმოქმნილი ლატენტური სითბოს აღდგენის გზით. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს თერმული ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას, ის ამცირებს ქვაბის ენერგიის მოთხოვნას და ტრადიციულ ქვაბებთან შედარებით 40%-ით ამცირებს ხარჯებს. დააკლიკეთ აქ, რათა გაეცნოთ არისტონის საკონდენსაციო ქვაბების სრულ სპექტრს.

არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კომპანია ცელსიუსი, გთავაზობთ სრულ მომსახურებას ცენტრალურ გათბობაზე, დაწყებული სახლის პროექტირებიდან დასრულებული საგარანტიოს სერვისთ. დაუკავშირდით ცხელ ხაზზე ან ისარგებლეთ ონლაინ კონსულტაციით: