წყლის ელექტრო გამაცხელებლები: როგორ გადავჭრათ 3 ძირითადი პრობლემა

ariston | modified: August 10, 2021

ეს მოსახერხებელი მინი სახელმძღვანელო გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს 3 ყველაზე ხშირი პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ელექტრო წყლის გამაცხელებელის მოხმარებისას. თუ გქონიათ ცხელი წყლის მიწოდების პრობლემა შხაპის მიღებისას ან გესმით უცნაური ხმები გამაცხელებლიდან, ან ხომ არ შეგიმჩნევიათ კიდეც, თუ როგორ საეჭვოდ ჟონავს წყალი… მოცემული სახელმძღვანელთი თქვენ მიიღებთ ისეთ რჩევებს, რომლის დახმარებითაც თავადაც შეძლებთ გამოსავლის პოვნას, სანამ ტექნიკოსს გამოიძახებთ. აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

1. წყლის გამაცხელებელი ხმაურიანია

თუ თქვენი წყლის ელექტრო გამაცხელებელი უცნაურ ხმას გამოსცემს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ავზის შიგნით წლების განმავლობაში დაგროვილი კირქვის მასით (ნადებით). ეს საკმაოდ ხშირი სიტუაციაა, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც სასმელ წყალში კალციუმის მაღალი დონეა.

ხმაურის მოსაშორებლად შესაზლებელია საკმარისი იყოს შემდეგი ქმედებები:

  • დააყენეთ წყლის გამაცხელებლის ჩამთავი „Off“-ზე;
  • აბაზანაში დაკეტეთ წყლის მთავარი ონკანი დატბორვის თავიდან ასაცილებლად;
  • გამოუშვით და ჩამოწურეთ წყალი ვედროში (დარწმუნდით, რომ ის გაციებულია);
  • დატოვეთ წყლის გამაცხელებელი ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ, კვლავ შეავსეთ იგი წყლით.

ამ გზით ჩვენ უნდა აღმოგვეფხრა ხმაური და ასევე გამოგვერეცხა წყლის გამაცხელებელი რათა მას უფრო ეფექტურად ემუშავა. როდესაც კირქვის შლამი გროვდება წყლის გამათბობელში, წყლის გათბობის დრო იზრდება, რაც ელექტროენერგიის ხარჯს ზრდის. თუ პრობლემა გამეორდება, ტექნიკოსს ვურეკავთ ავზის შიდა კედლების საფუძვლიანი გაწმენდის მიზნით.

2. არ ცხელდება წყალი

უპირველეს ყოვლისა, უნდა გადავამოწმოთ, რომ წყლის გამაცხელებელის ონკანები ნამდვილად ღიაა: თუ ეს ონკანები ღიაა, მაშინ პრობლემა შეიძლება იყოს ჩაკეტილი უსაფრთხოების სარქველი, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა როდესაც ელექტრო წყლის გამაცხელებელი დიდი ხანი გამორთულია და არ უმუშავია. ამ შემთხვევაში, სარქვლის გასათავისუფლებლად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც სახელმძღვანელო ბუკლეტი გვასწავლის, მაგრამ მხოლოდ სახლის მთავარი დენის წყაროს გათიშვისა და აბაზანაში წყლის სარქვლის დახურვის შემდეგ.

3. წყალი ჟონავს

როდესაც წყლის გამაცხელებლის ქვედა ნაწილიდან ჟონავს წყალი, ხშირად პრობლემა წინააღმდეგობის სარქველის გაუმართაობის ბრალია. მისი კირქვისგან გათავისუფლების მიზნით, იმოქმედეთ ზემოთ მოცემული 1-ლი პუნქტის მიხედვით. თუ პრობლემა გამეორდება, გირჩევთ, გამოძახოთ ტექნიკოსი, რომ შეცვალოს წინააღმდეგობის სარქველი ან შეამოწმოთ, იქნებ უკვე დროა შეცვალოთ მთლიანი ელექტრო წყალგამათბობელი: დააჭირეთ აქ, რომ გაეცნოთ არისტონის ყველაზე ინოვაციურ მოდელებს, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტირებულ მარალი დონის მუშაობასა და თერმულ კომფორტს.მლებიც უზრუნველყოფს გარანტირებულ მარალი დონის მუშაობასა და თერმულ კომფორტს.

არისტონის ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანია ცელსიუსი გთავაზობთ არისტონის ახალი თაობის ენერგოეფექტურ წყლის ელექტრო გამაცხელებელებს, როგორც მოცულობითს (ავზიანი/ბაკი) ასევე მყისიერი გაცხელებით (გამდინარე წყლის გამაცხელებელი/ატმორი). დაუკავშირდით ცხელ ხაზზე ან ისარგებლეთ ონლაინ კონსულტაციით: